მოკლედ… დღეს არ ვაპირებ ვწერო 26 მაისის მოვლენებზე არც არაპროფესიონალ ჟურნალისტებზე და არც ტენდენციურობაზე, უბრალოდ ტელევიზია ყელში ამომივიდა… (პირდაპირი მნიშვნელობით იმიტომ, რომ ახლა საშინლად მერევა გული :X ) მოკლედ, ჩემი ხასიათიდან და გარდატეხის ასაკს თან მოყოლილი ტიპიური ნერვოზიდან გამომდინარე ამ ბოლო დროს მგონია რომ ყველაფერი უბედურება მე მჭირს და ამაში ტელევიზიაც აქტიურად მეხმარება… ზამთარში სიცხიანს და საწოლზე მიგდებულს ტვინი გამომიჭედეს იმით რომ ღორის გრიპი მძვინვარებს და შეიძლება მოვკვდე კიდეც ახლა კი, როცა თავს საშინლად ვგრძნობ საჭმლის მომნელებელი ორგანოებიდან უკკებლივ ყველა მაწუხებს… თავი მტკივა და გული მერევა ტელევიზორიდან მესმის ჟურნალისტის მხნე ხმა რომ იკოლის ბაქტერამ უკვე 22 ადამიანი შეიწირა და იგივე ბაქტერია ოღონდ სხვა შტამით საქართველოშიც მშვიდად დასეირნობს და ამის გამო რამდენიმე პაციენტი აპარატზეა შეერთებული… (კარგი კაცო) თან დაწვრილებით მიხსნის სიმპტომებს… მე კი კომპიუტერთან მჯდარი ვცდილობ დავიკიდო მაგრამ არაფერი გამომდის… არადა აქამდე რკინის ნერვების პატრონს სულ მომისპეს ნერვული სისტემა… არა ბატონო, არც მეშინია და არც მუხლები მიკანკალებს… უბრალოდ ყელში ამომივიდა… ამ ბოლო დროს სულ გაბრაზებულ პოსტებს ვწერ და ამიტომ არცერთი არაფრად ვარგა მაგრამ სადღაც უნდა გადმოვაფრქვიო ჩემი ნერვოზის შედეგი… გმადლობთ რომ მიტანთ და ეჭვი მაქვს რომ თუ ასე გაგრძელდა კიდევ ბევრჯერ მოგიწევთ ჩემი ატანა…. მაგრამ თქვენი ნებაა… როგორც სათაურში ვთქვი… არ წაიკითხოთ!!!! აი… ისევ ამტკივდა თავი…
საბოდიალო

-
ახალი პოსტები
კატეგორიები
- ადამიანი (17)
- ვიდეო (1)
- ლიტერეტურა (2)
- საინტერესო (3)
- სურათები (1)
- სხვადასხვა (23)
- ფილმები (1)
- Uncategorized (4)
ბმულები
შეწუხებული სიტყვები
აგვისტო ადამიანი ანიმე არდადეგები აფრიკა ბავშვები ბავშვობა ბლოკნოტი დამლაგებელი დასვენება დედამიწა დოჩანაშვილი ზაფხული თავი იმედი კეისარი ლომი მეგობარი მეგობრობა მთვარე ნახატები ომი ონი პეპი პიროვნება პორტრეტი რაჭა რომი რუსეთი სასწაული სიკეთე სიყვარული სიცილი სკოლა ტყუილი ფსიქოლოგია ქალი ქუჩა ღამე ღიმილი შატალო შეცდომა ჩოხელი წვიმა ხელოვნება-
ბოლო კომენტარები
ნინოკირცხალია on მუსიკა… vazovsky on გავიზარდე ?.. BergFrau on გავიზარდე ?.. vazovsky on მე და ტელევიზია :))) (არ … გვირილა on მე და ტელევიზია :))) (არ … 


თავსხმა წვიმაში სკოლაში მიმავალს გვერდით პატარა გოგონამ ჩამირბინა, ზურგზე იმხელა ჩანთა ჰქონდა მოკიდებული რომ თვითონ ძლივს ჩანდა. ქუჩაში წვიმის გამო ნიაღვარი მოდიოდა, გოგონა გაჩერდა და გადასასვლელს დაუყო ძებნა მე მივედი, ხელში ავიყვანე და ისე გადავასკუპე გზის მეორე მხარეს როგორც მე მასკუპებდა ხოლმე დედა როცა პატარა ვიყავი… გოგონამ მორცხვად შემომხედა, მერე მეგობართან მივიდა და საოცარი სიამაყით უთხრა მე ის დიდი გოგო დამეხმარაო…. მაშინ გამეცინა 
“კომუნისტების დროს” არ მოვსწრებივარ, 1994-ში დავიბადე… აი, მაშინ, შუქი რომ სანატრელი იყო და თუ “ნავაროჩენი კერასინკა” გქონდა მაგარი ტიპი იყავი… მოკლედ, ბნელ დროში დავიბადე, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ჰოდა პატარაობისას სულ მესმოდა ჭაღარაშერეული უფროსების მონათხრობი, რომელიც ყოველთვის ასე იწყებოდა: კომუნისტების დროს…. და შემდეგ ყვებოდნენ ახალგაზრდობის ამბებს, ბოლოს მრავალმნიშვნელოვან ამოოხვრას დააყოლებდნენ ხოლმე და სივრცეს გაჰყურებდნენ სევდანარევი, მაგრამ მაინც ბედნერი მზერით. სანამ საქმის არსს ჩავწვდებოდი ( 


გუშინ ჭეშმარიტად მეგობრული დღე იყო… ღამეც.. მოკლედ, გუშინ მე და ჩემმა სამმა დაქალმა ბედობა ერთად გავატარეთ (კიდევ რამდენიმემ ვერ მოახერხა და გული დამწყდა
მისკდება, მაგრამ მერე რა
5 წუთში ახალი წელი დადგება.. გილოცავთ ყველას და გისურვებთ რომ ბედნიერი და წარმატებული ყოფილიყოს თქვენთვის 2011 წელი… არ ვიცი რა ვთქვა… საახალწლო განწყობა არ მქონია, მაგრამ ახლა მგონი რაღაც სხვანაირი ვიგრძენი… რაღაც ახალი… მიყვარხართ და სურვილების ასრულებას გისურვებთ… ამბობენ ახალი წლის ღამე ჯადოსნურიაო… ვნახოთ